logo
ENG



პოლონეთის პრემიერმა ზელენსკის უთხრა, რომ "პოლონელები აღარასდროს შეურაცხყოს"

24 სექ 202310:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/24/vsycjappooftwdo.jpg
WOJTEK RADWANSKI / AFP

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ "პოლონელები აღარასდროს შეურაცხყოს".

მორავიეცკის ეს კომენტარი მიემართება მარცვლეულის საკითხზე ორ ქვეყანას შორის არსებულ უთანხმოებას - ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულზე ზოგიერთი მათი მეზობელი "პოლიტიკურ თეატრს" დგამს.

"მინდა, ვუთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ პოლონელები აღარასოდეს შეურაცხყოს, როგორც ეს ქნა გაეროზე სიტყვით გამოსვლის დროს. პოლონელი ხალხი ამას არასდროს დაუშვებს. დავიცვა პოლონეთის სახელი არა მხოლოდ ჩემი ვალი და პატივია, არამედ პოლონეთის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა", - განაცხადა მან.

გასულ კვირას ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა - უკრაინა კი დათანხმდა, 30 დღის განმავლობაში სამართლებრივი ზომები მიიღოს, რათა ბაზარზე მარცვლეულის უკონტროლო გაშვება თავიდან აიცილოს.

ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას გააგრძელებდნენ. მიზეზად ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვა დაასახელეს, რადგან მათი თქმით, უკრაინული მარცვლეულის დაბალი ფასის გამო ფერმერები შეშფოთებას გამოხატავენ.


close დახურვა